ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში დაჭ­რეს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ბეს­ლან ჭკა­დუა, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ, ამე­რი­კი­დან თურ­ქეთ­ში ჩას­ვლის შემ­დეგ, დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად დაწ­ვა რუ­სუ­ლი პას­პორ­ტი და ამის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო ინ­ტერ­ნეტ­ში ატ­ვირ­თა.

Apsny LIFE-ს ცნო­ბით, მას სო­ხუმ­ში, მე­ჩეთ­თან ახ­ლოს, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­ეს­ხა თავს და სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. ჭკა­დუა სო­ხუ­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მას რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. მომ­ხდარ­ზე ე.წ. რეს­პუბ­ლი­კის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყეს.

ცნო­ბილ ვი­დე­ო­ში, სა­დაც ის პას­პორ­ტს წვავს, ჭკა­დუა რუ­სე­თის “სა­კონ­სუ­ლო სამ­სა­ხურს” მი­მარ­თავ­და, რომ არ სურ­და რუ­სუ­ლი პას­პორ­ტით სარ­გებ­ლო­ბა და უნ­დო­და აფხა­ზეთ­ში “სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის გავ­ლის გა­რე­შე, ნე­იტ­რა­ლუ­რი წყლე­ბით” მოხ­ვედ­რი­ლი­ყო… მას შემ­დეგ, რაც ეს ვი­დეო ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და, აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი კო­მენ­ტა­რებ­ში წერ­დნენ, რომ ოდეს­მე ჭკა­დუა მათ ხელ­ში ჩა­უ­ვარ­დე­ბო­და და “თავ­ხე­დურ საქ­ცი­ელ­ზე” პა­სუ­ხის­გე­ბა მო­უ­წევ­და…

მა­შინ ამ ამ­ბავს ე.წ. აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თის სა­კონ­სუ­ლოც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. “ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში” ნათ­ქვა­მი იყო, რომ ჭკა­დუა ამ ვი­დე­ო­თი შე­უ­რა­ცხყოფ­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, რო­მელ­მაც მას მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მის­ცა და ასე­ვე, აფრ­თხი­ლებ­და, რომ ამის შემ­დეგ რუ­სეთ­ში და რუ­სე­თის პას­პორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ე­ზღუ­დე­ბო­და…

“მას შემ­დეგ, რაც ჭკა­დუ­ას ფე­ის­ბუქ­ზე აგ­რე­სი­უ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი და­უ­წე­რეს, მან გა­ნა­ცხა­და, რომ პას­პორ­ტის დაწ­ვა მისი პი­რა­დი პო­ზი­ცია იყო და ამით არ­ცერთ სა­ხელ­მწი­ფოს არ აყე­ნებ­და შე­უ­რა­ცხყო­ფას…” – წერს აფხა­ზუ­რი მე­დია, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, ჭკა­დუა აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­სურ­ვებ­და პას­პორ­ტის აღ­დგე­ნას, რა დრო­საც მას უკვე პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბო­და.

აფხა­ზე­ბის ერთი ნა­წი­ლი მარ­თლაც დიდი აგ­რე­სი­ით შეხ­ვდა ჭკა­დუ­ას პრო­ტესტს, რად­გან მათი მო­საზ­რე­ბით, რუ­სე­თი მათ “გა­დარ­ჩე­ნა­ში” და­ეხ­მა­რა. სხვე­ბის თქმით, ბეს­ლან ჭკა­დუ­ამ გა­ბე­და და ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის პრო­ტეს­ტი ისე გა­მო­ხა­ტა, რომ შე­დე­გებ­ზე არც კი უფიქ­რია, ან იფიქ­რა და უბ­რა­ლოდ, “და­სა­კარ­გი არა­ფე­რი ჰქონ­და…”

მა­თი­ვე თქმით, – შე­საძ­ლოა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი და­ა­კა­ვონ, თუმ­ცა, მათ რე­ა­ლუ­რად არ დას­ჯი­ან, ეს კი ისე­დაც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე უა­რე­სად აი­სა­ხე­ბა.

“სად ხართ ახლა, რა­ტომ არ დებთ კო­მენ­ტა­რე­ბის კო­რი­ან­ტელს. რა­ტომ არ არ­ჩევთ და გა­ნი­ხი­ლავთ ამ ამ­ბავს? ეს არის თქვე­ნი დე­მოკ­რა­ტია? გე­ში­ნი­ათ, რომ არ­ცერთ სი­ტყვას არ შე­გარ­ჩე­ნენ და ბუ­ნა­გებ­ში ხართ შემ­ძვრა­ლი…” – წერს სო­ხუ­მე­ლი ირაკ­ლი ცკუა.

“რუ­სეთს რას ერჩი, რო­დე­საც შენს სა­ხელ­მწი­ფო­ში გყავს მა­ფი­ო­ზე­ბი… ხელ­ფას­სა და პენ­სი­ას რუ­სე­თი გვიხ­დის, დამ­სვე­ნებ­ლე­ბი იქი­დან შე­მო­დი­ან, რომ ლუკ­მა-პური მა­ინც გვქონ­დეს, ასანთსაც კი ვერ ვა­წარ­მო­ებთ, ყვე­ლა­ფერს იქი­დან ვყი­დუ­ლობთ და კი­დევ მას ვერ­ჩით? აფხა­ზუ­რი და­ეწ­ვა, მა­ინც არა­ფერ­ში მჭირ­დე­ბაო… გვჭირ­დე­ბა რა­მე­ში? ვინ­მემ იცის, რამ­დენ აფხაზს აქვს სა­ქარ­თვე­ლოს პას­პორ­ტი? ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გვა­ი­ძუ­ლა გვერ­დზე გავ­წი­ოთ ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი და ამი­ტომ ვე­რა­ვის ვამ­ტყუ­ნებ”, – ამ­ბობს გაგ­რე­ლი ინე­ზა გვი­ლია.

“ისე ემუქ­რე­ბოდ­ნენ, ვი­ცო­დი, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნად ვერ გა­დარ­ჩე­ბო­და. იმე­დია, გა­დარ­ჩე­ბა. ამ ბიჭ­მა გა­ბე­და და ბევ­რი ჩვენ­გა­ნის სათ­ქმე­ლი თქვა – დიახ, რუ­სეთს აწყობს ჩვენ ასეთ ჭა­ობ­ში ვი­ყოთ, რად­გან თა­ვად ხე­ი­რობს. წეს­რი­გი თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში არ აქვს, ჩვენ­თან კი არა… რაში გვეხ­მა­რე­ბა ჩვენ რუ­სე­თი, გარ­და იმი­სა, რომ თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ე­ბის გამ­ყა­რე­ბას, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის და­კა­ნო­ნე­ბა­სა და სომ­ხუ­რი ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას ცდი­ლობს?” – წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი მა­რი­ნა შამ­რაი.

წყარო: ამბები

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •