ტელეწამყვანი თათია სამხარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

აწყობილ ქვეყანაში, ტრამვაი რომ არ იგვიანებს, ორი კვირის ჩამოთრეულზე ავტობუსი რომლითაც ლექციაზე მივდიოდი ჯერ გვიან მოვიდა, მერე გაფუჭდა…

მოვარდა მეორე, მოყვა ლამის სასწრაფო და ერთი ეკიპაჟი პოლიცია-ვინიცობაა ვინმეს გაუსაძლისი უკმაყოფილებისგან გული შეუწუხდესო. დაგვიგეს ბზა და გადაგვაბრძანეს მეორე ავტობუსში, მილიონი ბოდიშის ფონზე მოგვახსენეს, რომ მხოლოდ 6 წუთიანი შეფერხება გვექნებოდა ლოკაციის საბოლოო ადგილამდე.

მე ამოსაწყვეტი, ახლა უკმაყოფილოდ ვაქნევ თავს, თვალებს ზევით ვატრიალებ და შვედ ხანშიშესულ სანდომიან პენსიონერეთან ერთად ნორდიკული სატრანსპორტო კომპანიის აუტანელ კრიზისზე ვბჭობ.

ასე მალე იცის თურმე კარგმა ცხოვრებამ შეჩვევა, უკვე დამავიწყდა ორი კვირის წინ შარდის სუნიან სადარბაზოში რომ მხდებოდა სული.

ღმერთო, დალოცე გრძელი შვედეთი და ჩემი პატარა საქართველო.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •