ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

ესაა ფარისევლობა და კარგი საქმეები ფარისევლობით არ კეთდება, არც კეთილი მიზნები მიიღწევა ფარისევლობით.

არ მჯერა, რომ ეს ან საერთოდ მოხდა, ან, თუ მოხდა, ამ ბავშვებმა თავად გადაწყვიტეს. და თუ თავს მოახვიეს, ძალიან სერიოზულ პოზიტიური გამოცდილება დააკარგვინეს და უკიდურესად ცუდად მოექცნენ.

ქუთაისის მეთოთხმეტე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა წელს ბანკეტი არ გადაიხადეს. ისინი ბანკეტის ნაცვლად ზესტაფონის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ.

“როდესაც ბანკეტის თაობაზე საუბრობდნენ, ბავშვებმა თქვეს, რომ მოდი, არ გადავიხადოთ ბანკეტი და რომელიმე ბავშვთა სახლში ბავშვებთან მივიდეთო. მერე მეც ჩამაყენეს საქმის კურსში, სკოლაც, მოვიძიეთ ინფორმაცია ბავშვთა სახლის შესახებ და წინასწარ შევატყობინეთ, რომ მათთან მივდიოდით”, — ყვება კლასის დამრიგებელი.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •