ლიკა ქორქია

მოდელი და ტელეწამყვანი ლიკა ქორქია სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა, მაგრამ როგორც ჩანს, გუშინდელმა “პროფილმა” მასზე განსაკუთრებულად იმოქმედა და ლიკამ მისთვის უჩვეულო სტატუსი დაწერა. 

„როგორი უსუსურია ამ ქვეყანაში ადამიანი, როგორი უპერსპექტივოა ახალგაზრდა და როგორი მძემეა მოხუცებულების ყოფა. თოვლში, წვიმაში, სიცივეში, სიცხეში ეს ადამიანები მოწყალებას წამლების და საჭმელის საყიდლად ითხოვენ.

„მაია ასათიანის თოქ-შოუ პროფილი“ – გიყურებთ და ცრემლებს ვერ ვიკავებ, ხეები, ტანსაცმელები, წყლით სავსე თუ ცარიელი აუზები, მანქანები და სხვა ფუფუნების საგნების აფიშირება ასეთ გაჭირვებულ ქვეყანაში 

უბრალოდ სიგიჟეა.

არ მაინტერესებს არც სააკაშვილის 9 წელი, არც ირაკლი კობახიძის ვარცხნილობის პრობლემები, არც წარსულში საამაყო ფეხბურთელის და დღეს უკვე თბილისის მერის ქუდის ფერები (ჩვენ ამ სისულელეების გარჩევაში მთავარი პრობლემა დაგვავიწყდა) -საქართველოს მთავრობა, ამ ქვეყანაში ხალხი შიმშილით და უწამლობით იღუპება“.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •