არსებობს ვარაუდი, რომ უილიამ შექსპირი — ინგლისელი დრამატურგი და პოეტი, არ არსებობდა
მკვლევრების მიერ გამოთქმულ მრავალ მოსაზრებას შორის, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ხმაურიანი ვერსიის მიხედვით, მთელ სამყაროში ცნობილი ათეულობით პიესა თუ პოემა სულაც არ დაუწერია კაცს, სახელად უილიამ შექსპირს. სხვადასხვა კანდიდატებს შორის ყველაზე ხშირად ვარაუდობენ, რომ ეს სინამდვილეში ინგლისელი ფილოსოფოსის, ფრენსის ბეკონის ფსევდონიმი იყო.

Შექსპირის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება. არ ვიცით სად ისწავლა წერა, სამართალი, პოლიტიკა თუ ისტორია. მის ანდერძში სპექტაკლები და სონეტები მოხსენიებული არც კია. ისე ჟღერს, თითქოს რეალურ შექსპირს სასურსათო სიის ჩამონათვალზე მეტიც კი არ დაუწერია. დარწმუნებით არ შეგვიძლია ვთქვათ ვინ იყო ნამდვილი შექსპირი. წლების განმავლობაში უამრავი კანდიდატი განიხილებოდა, მათ შორის: ფრენსის ბეკონი, ბენ ჯონსონი და კრისტოფერ მარლოუ, თუმცა უშედეგოდ.

არსებობს კიდევ ერთი ლეგიტიმური შესაძლებლობა ოქსფორდის გრაფ, ედვარდ დე ვერიზე. ჯ. თომას ლუნის მიხედვით, ერთ–ერთმა სკოლის მასწავლებელმა გრაფი “გამოააშკარავა”. მისი აზრით, ედვარდის პოეზია, შექსპირის ნაწარმოებების მსგავსად ჟღერდა. ამ თეორიის თანახმად, ვერიმ შეთხზული სახელი იმიტომ გამოიყენა, რომ როგორც თავადაზნაურს, არ სურდა ასოცირებული ყოფილიყო ასეთი დაბალი “დონის ხელოვნებასთან”, პიესების წერასთან. (მოგეხსენებათ მსგავსი ნაწარმოებების შექმნა, ერთ დროს მხოლოდ მაღალი წრის წარმომადგენლების გართობის საშუალებას წარმოადგენდა). მისი გარდაცვალების შემდეგ, ედვარდის მიმდევრებმა გრაფის ნაწარმოებები რამდენიმე შემთხვევითი სახელით გამოაქვეყნეს, მათ შორის ყველაზე გავრცელებული კი უილიამ შექსპირი იყო.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •