ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება – როდის გამოიდარებს სქართველოში

1896

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისსა და რეგიონებში დაბალი ტემპერატურა და წვიმა კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება. ამ პერიოდში მოსალოდნელია სუსტი ქარიც. ჰაერის ტემპერატურა  12-15 გრადუსამდე დაიკლებს. ნალექიანი ამინდები განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებშია მოსალოდნელი. მაღალმთიან ადგილებში კი, შესაძლოა, მოთოვოს.

სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას მხოლოდ 23 აპრილიდან ელოდებიან.