ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ რენესთან მერსედესის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. უბედური შემთხვევა დღეს დილით, გამთენიისას მოხდა.

შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები არიან ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილის მცხოვრებლები. დედა და შვილი. (55 წლის ქალი და 30 წლის კაცი) ასევე, 31 წლის მამაკაცი, რომელიც ჯარში მსახურობდა. დაშავებულია კიდევ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისმხობს, რამაც 2 და მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6 დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წყარო: ნიუპოსტი

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •