ავარიის შემდეგ 4 წლის ასაკში გოგონამ ფეხები დაკარგა და ბურთის საშუალებით გადაადგილდებოდა, ახლა კი ის ცნობილი სპორტსმენია

807

ახალგაზრდა გოგონა, ციან ხუნიანის ისტორია უამრავი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანისთვის შთაგონების წყარო გახდა.

2000 წელს, 4 წლის ასაკში, ავტოავარიის შედეგად, გოგონამ ფეხები დაკარგა. მის ადგილას მყოფი ნებისმიერი ადამიანი დანებდებოდა და ცხოვრების უბედურ დასასრულს დაელოდებოდა, მაგრამ ციანი ასეთი არ ყოფილა.

Rating

გოგონა ჩინეთში, იუნიანის პროვინციაში, ღარიბ ოჯახში დაიბადა. მის მშობლებს პროთეზის გაკეთების საშუალება არ ჰქონდათ, ისინი გოგონას დიდი ხნის მანძილზე ხელით ატარებდნენ. მაგრამ გოგონას დამოუკიდებლად გადაადგილება სურდა.

მაშინ ციანის ბაბუამ ჩვეულებრივი კალათბურთის ბურთი აიღო და შვილიშვილი მასზე მოათავსა. გადაადგილებისთვის გოგონა კიდევ ორ ხელსაწყოს იყენებდა. სიცოცხლით სავსე ციანი, მიუხედავად საკუთარი ნაკლისა, სკოლაში წავიდა, სადაც მეგობრებიც შეიძინა.

2005 წელს მასზე ჩინეთის საზოგადოებამაც შეიტყო. მთავრობის დახმარებით, პეკინის სარეაბილიტაციო ცენტრში პროთეზი მიიღო. პროთეზის დახმარებით, მისი პირველი ნაბიჯები ჩინეთის მედიამ აღბეჭდა კიდეც.

Rating

ტელევიზორში ოლიმპიადაზე მყოფი ჩინელი მოცურავეების დანახვისას, გოგონას ცურვისა და ოდესმე პარაოლიმპიადაზე გამოსვლის სურვილი გაუჩნდა. დიდმა სურვილმა და დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო. 2 წლის შემდეგ გოგონამ ჩინეთში გამართულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოცურავეებს შორის გამართულ ჩემპიონატში გაიმარჯვა.

Rating

ლონდონში პარაოლიმპიურ თამაშებში კვალიფიცირება ვერ მოახერხა, თუმცა, ამან მიზანდასახული გოგონა ვერ შეაჩერა. 2014 წელს მშობლიურ იუნანში გამართულ პარაოლიმპიურ თამაშებში ოქროს მედალი დაიმსახურა. და, როგორც იქნა, ოცნება ახდა – 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროში გოგონა პარაოლიმპიურ თამაშებში ჩინეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გამოჩნდა. ამჯერად მას ოქროს მედალი არ აუღია, მაგრამ ის მხოლოდ 19 წლისაა. სავსეა სიმტკიცითა და ენერგიით მთავარი სპორტული ჯილდოს მოსაპოვებლად.

Rating

დასვენებებისას, როცა ციანს ვარჯიშები არ აქვს, თავისუფალ დროს ახლობლებთან ერთად ატარებს და საყვარელ ფილმებს უყურებს.

ციან ხუნიანი ნათელი მაგალითია იმისა, რომ მიუხედავად ნებისმიერი ცხოვრებისეული სირთულისა, არ უნდა დანებდეთ და საკუთარი ოცნების ასრულებისკენ ისწრაფოთ.

Rating