ცხინვალის ტელევიზიის სპეციალურ რეპორტაჟში ჟურნალისტმა ალან თიბილოვმა განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან, საგუშაგო ოსური გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ qartli.g​e ავრცელებს.

დე-ფაქტო ხელისუფლების მთავარი საინფორმაციო გამოშვება გუშინ საღამოს ცხინვალის ტელევიზიის ეთერში გავიდა. რეპორტაჟის ავტორი აცხადებს, რომ ქართულ ბლოკსაგუშაგო უკანონოა და ის ოსეთს ეკუთვნის.

საგუშაგოს შესახებ ერგნეთში მოლაპარაკება დღესაც, 2 სექტემბერსაც მიმდინარეობს. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ სოფელ წნელისთან განთავსებული საგუშაგო იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს.

ცნობისთვის, ერთ კვირაზე მეტია, საქართველოს ხელისუფლებამ, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი საგუშაგო გახსნა. ფაქტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები პროტესტით შეხვდნენ და აღნიშნავენ, რომ ბლოკპოსტის ტერიტორია სოფელ წნელისს ეკუთვნის. წნელისი ოკუპირებულ ზნაურის რაიონში მდებარეობს.

საგუშაგოს შესახებ ტექნიკური მოლაპარაკება წნელისის სიახლოვეს, დანგრეულ შენობაში შედგა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საგუშაგოს თაობაზე მოლაპარაკებები გაგრძელდება. 

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •